კალათა

კალათა ცარიელია

ჩვენ შესახებ

 "ეთნოდიზაინში" წარმოდგენილია მაღალი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქცია, რომელიც შექმნილია ქართველი ოსტატების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. 

"ეთნოდიზაინი" არის  საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის სოციალური მაღაღაზია, რომელიც 2016 წელს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით დაარსდა.

ეთნოდიზაინის ბენეფიციარები არიან ტრადიციული რეწვის ოსტატები  მთელი საქართველოდან. აქ წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები ზემო აჭარიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, სტეფანწმნიდიდან, წეროვანის დევნილთა დასახლებიდან, კახეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და სხვ., რომლის მოსახლეობასაც უჭირს საკუთარ პროდუქციის რეალიზაცია დედაქალაქში ან სხვა ტურისტულ ცენტრებში, ნაკლებად იცნობს თანამედროვე დიზაინის ტრენდებს და ბაზრის მოთხოვნებს, რაშიც მათ ეთნოდიზაინი ეხმარება.

ჩვენს მაღაზიაში თქვენ იხილავთ სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციას, მათ შორის სამკაულის, საყოფაცხოვრებო ნივთების, სამზარეულოს ინვენტარს, ქალის და მამაკაცის აქსესუარების უნიკალურ კოლექციას.

"ეთნოდიზაინის" პროდუქციის შეძენით თქვენ ეხმარებით ქართული ტრადიციების შენარჩუნებას და ადგილობრივი ოსტატების დასაქმებას.

ეწვიეთ ჩვენს მაღაზიას გიორგი ახვლედიანის 23, თბილისი

1