დღეს გაიმართა ევროპული ქსელის Michelangelo Foundation - ის მიერ ინიცირებული ონლაინ პლატფორმის Homo Faber Guide https://www.homofaberguide.com/ ონლაინ პრეზენტაცია. აღნიშნულ გზამკვლევში პირველად განთავსდება მათ მიერ შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეული თბილისის ოსტატების/საწარმოების, გალერეებისა და მუზეუმების პროფილები. ასოციაცია კოორდინაციას გაუწევს პროფილების მომზადებას და Homo Faber Guide -ის პლატფორმაზე განსათავსებელი სხვა ტექნიკური საკითხების ორგანიზებას. შეხვედრაზე ჩაერთნენ ჩვენი კოლეგები შვეიცარიიდან, რამაც საშუალება მოგვცა დეტალურად განგვეხილა პროფილებთან დაკავშირებული ყველა საკითხი. აღნიშნული პროექტი გახდება შერჩეული კანდიდატებისთვის წარმატების წინაპირობა და მნიშვნელონვად გაზრდის ქართული რეწვის ცნობადობას საერთაშორისო დონეზე.

მსგავსი სტატიები
{news_relative_item}