EACD - 2022 საქართველო

სიახლეებზე დაბრუნება

გვინდა გაგახაროთ, რომ წელს საქართველო პირველად უერთდება მხატვრული რეწვის ევროპულ დღეებს (Journées Européennes des Métiers d’Art, JEMA/EACD), რომელიც რეწვის სექტორის უმთავრესი ღონისძიებაა ევროპის მასშტაბით.

ღონისძიება, მიზნად ისახავს დარგის განვითარებასა და ცნობადობის ამაღლებას ევროპაში, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, მედიასა და ადგილობრივ ხელმძღვანელობას.

ღონისძიებას კოორდინირებას უწევენ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.

მხატვრული რეწვის ევროპული დღეების მეთექვსმეტე კვირეული 2022 წლის 28 მარტიდან 3 აპრილამდე გაიმართება.

კვირეულს საქართველოდან შეუერთდებიან ქართველი რეწვის ოსტატები და კულტურის სფეროს წარმომადგენელი ორგანიზაციები.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდება უფასო ტურები, ვორქშოფები და მასტერკლასები:

2022 წლის კვირეულის სლოგანია „ვქმნით უნისონში“ (‘Our hands in unison’).

გაეცანით პროგრამას ვებ-გვერდზე და დარეგისტრირდით სასურველ პროგრამაზე:

https://www.eacdays.ge/

 

მსგავსი სტატიები
{news_relative_item}