"ეთნოდიაზინი თბილისში"

2016 წელს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ მიიღო ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსება სოციალური მაღაზიის „ეთნოდოზაინის“ დასაარსებლად. მაღაზია მდებარეობს ქ. თბილისში, გ ახვლედიანის 23. აქ წარმოდგენილია და იყიდება საქართველოს რეგიონებში ტრადიციული რეწვის ოსტატების მიერ შექნმნილი პროდუქცია, კერძოდ რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, შიდა ქართლისა, კახეთის ტერიტორიაზე შექმნილი ოსტატების ნამუშევრები. მაღაზია მუშაობს პროდუქციის განვითარებასა და მარკეტინგზე. პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზით. აქ წარმოდგენილი პროდუქციის მრავალფეროვნება იზიდავს როგორც უცხოელ, ისე ადგილობრივი მომხმარებელს. "ეთნოდიზაინში" წარმოდგენილია: ინტერიერის აქსესუარები; ქალის და მამაკაცის აქსესუარები (ჩანთები, საფულეები, შარფები, ხელთათმანები, სხვ); საყოფაცხოვრებო ნივთები (ჭურჭელი, სამზარეულოს აქსესუარები, ხის ორნამენტიანი ყუთები სხვ); სასაჩუქრე სუვენირები (საკიდები, ბრელოკები, მაგნიტები, სადგამები, ხის მათარები, სხვ). ეთნოდიზაინში პროდუქციის შეძენით მომხმარებელი ხელს უწყობს თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ოსტატების დასაქმებას.

დღის ოსტატი

როლანდ ოდიშელიძე

იარაღი

ნამუშევრები: ლითონის დამუშავება