"ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი"

14-16 სექტემბერს ქ. ახალციხეში, ციხის ტერიტორიაზე საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ გამართა ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პირველ საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და USAID Zrda Activity in Georgia -ს დაფინანსებით. საერთაშორისო ფესტივალის მიზანი იყო: ტრადიციული რეწვის დარგების პოპულარიზაცია; ტრადიციული ხელოსნობის დარგებისა და სახელოსნოების ინსიტიტუტის აღდგენის ხელშეწყობა; სახელოსნოების, როგორც ტურისტული ატრაქციის წარმოჩენა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული რეწვის სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის სადემონსტრაციო აქტივობები - ღია მასტერკლასები (კერამიკის ამოყვანა და მოხატვა, ფილიგრანი, მეიარაღეობა, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, ფარდაგის ქსოვა, თელვა, მუსიკალური საკრავების დამზადება და სხვა). სახელოსნოებთან ასევე მოეწყო მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის. საერთაშორისო ფესტივალი ახალციხის ციხესიმაგრის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კულტურული ანიმაციის ერთ-ერთ მცდელობაა, რაც სამომავლოდ შესაძლოა პერმანენტულ აქტივობაშიც გადაიზარდოს. საქართველოში ტურისტული სერვისების მრავალფეროვნებამ და კულტურული ტურიზმის თანამედროვე მიდგომებმა გამოიწვია მზარდი ინტერესი ტრადიციული რეწვის ცალკეული ოსტატებისა და სახელოსნოებისადმი.

დღის ოსტატი

როლანდ ოდიშელიძე

იარაღი

ნამუშევრები: ლითონის დამუშავება