"სოციალური მეწარმეობა მოწყვლადი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისთვის"

15-20 სექტემბერს, ახალციხესა და თბილისში, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ ტრადიციული რეწვის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის ევროკავშირის ერასმუს + პროექტის "სოციალური მეწარმეობა მოწყვლადი ახალგაზრდების ინტეგრაციისათვის“ ორგანიზებით ჩაატარა ტრენინგ კურსი „პროდუქტის განვითარება და მარკეტინგული სტრატეგიები სოციალური საწარმოებისათვის". ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა 18 ახალგაზრდული მუშაკები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სოციალური საწარმოების წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეთა შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა მათ არაფორმალური საგანმანათლებლო მეთოდების გამოყენებით შეძლონ მოწყვლად ახალგაზრდებთან მუშაობა მათი დასაქმების მიზნის მქონე სოციალური საწარმოების განვითარებისათვის. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მთელი დღის მანძილზე ემუშავათ ადგილობრივ და საერთაშორისო სოციალურ საწარმოებთან და გაეზიარებინათ გამოცდილება. ტრენინგი ტარდება პროექტის „სოციალური მეწარმეობა მოწყვლადი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისთვის" (Social Entrepreneurship for Disadvantaged Youth Social Integration) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი. პროექტის პარტნიორები: Think Young(ბელგია), Youth Social Rights Network (დანია), AEGEE YEREVAN(სომხეთი), GO ON! (უკრაინა), საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია - Georgian Heritage Crafts Association (საქართველო). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში.

დღის ოსტატი

როლანდ ოდიშელიძე

იარაღი

ნამუშევრები: ლითონის დამუშავება