"ტრადიციული რეწვის სწავლება და სახელოსნოების განვითარება"

2017 წელს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო დაფინანსებით და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის ორგანიზებით აჭარის რეგიონში განხორციელდა პროექტი „ტრადიციული რეწვის სწავლება და სახელოსნოების განვითარება“. პროექტის მიზანი იყო ტრადიციული რეწვის დაკარგვის პირას მყოფი, უნიკალური დარგების შენარჩუნება. პროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შეირჩა ოთხი სახელოსნო. ძირითადად პრიორიტეტი მიენიჭა რეწვის ისეთ დარგებს, რომლებიც დაკარგვის პირას იყო. კონკურსში გამარჯვებული ოსტატები: 1. თემურ არძენაძე - სოფ. დანდალო, ქედის მუნიციპალიტეტი ჭიბონის სახელოსნო; 2. მერაბ შარაშიძე და მეხდირესულ ართმელაძე - სოფელი ხაბელაშვილები, შუახევის მუნიციპალიტეტი ხალხური საკრავების (ფანდური, ჩონგური, დოლი) სახელოსნო; 3. შუშანა გორგაძე - სოფ. ღორჯომი, ხულოს მუნიციპალიტეტი ღორჯომული ფარდაგის სახელოსნო; 4. მირიან ნუმანიშვილი - სარფი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ლაზური ნავების სახელოსნო. ყველა სახელოსნოში 25-მდე შეგირდი მომზადდა, 4 თვის მანძილზე შეისწავლა ხელობა, გარდა ამისა, თითოეული სახელოსნოსთვის ჩატარდა ტრენინგები სახელოსნოების მართვის და ახალგაზრდების ჩართულობის მიმართულებით.

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა