"ხის მხატვრული დამუშავების პირველი სახელოსნო წეროვანში"

წეროვანში საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციაციამ თავისი წევრი სოციალურად დაუცველი და წეროვანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ხის ოსტატის ზაზა გათენაშვილის სახელოსნოს გახსნა. პროექტი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა ტრადიციული ხეზე კვეთის ოსტატს ზაზა გათენაშვილს საშუალება მიეცა აეშენებინა სახელოსნო და შეეძინა მუშაობისთვის საჭირო დანადგარები. ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი წეროვანში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირია, რომელიც წლებია ტრადიციულ ხელნაკეთ ავეჯს, ხის ყუთებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს და სხვა სახის ხის ნამუშევრებს აკეთებს. პროექტის ფარგლებში მან მოწაფეებთან და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობით უნდა შექმნას პროდუქციის ახალი ხაზი. ზაზა გათენაშვილი 50 –მდე ადგილობრივ და წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდას ტრადიციულ ხელობას შეასწავლის.

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა