"აჭარაში სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვით"

2016 წელს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „ აჭარაში სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება“. პროექტი მიზნად ისახავდა აჭარის სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების ბიზნეს უნარების ამაღლებას და პროდუქციის ახალი საპილოტე მოდელების შექმნას და ბაზარზე ტესტირებას. პროექტის ბენეფიციარები იყვნენ აჭარის სოფლად მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატები. განხორციელებული პროექტის შედეგად 40-მდე ინდივიდმა მიიღო გამოცდილება და კონკრეტული რეკომენდაციები ტრადიციული რეწვის ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის განვითარებისთვის. შეიქმნა 76 ახალი ტრადიციული რეწვის პროდუქტის დიზაინი და თავად პროდუქცია. პროექტის მიმდინარეობისას საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ ჩატარდა 6 ტრენინგი და 4 ვორქშოფი, რომლის ფარგლებშიც შექმნილი პროდუქციის ტესტირება მოხდა ორ გამოფენა-გაყიდვაზე ბათუმსა (24-30 აგვისტო, ევროპის მოედანი) და თბილისში (23-25 სექტემბერი, „ეთნოფესტ 2016“-ის ფარგლებში). აღნიშნული პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო აჭარის სოფლად მცხოვრები ოსტატების: • ბიზნეს უნარების ამაღლებას • პროდუქციის მარკეტინგს • პოპულარიზაცის ფართო საზოგადოებაში • ქართული რეწვის სექტორში ინტეგრაციას • წაახალისა ინოვაცია და ახალი პროდუქციის ხაზების შექმნა • ხელნაკეთი პროდუქციის ხარისხის ამაღლებას პროდუქციის ახალი საპილოტე მოდელების შექმნას და ბაზარზე ტესტირებას ამასთანავე, აღნიშნული პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო ფართო საზოგადოებაში ხელნაკეთი, აჭარის სოფლებში შექმნილი პროდუქციის პოპულარობას, რასაც გამოფენა-გაყიდვების დამთვალიერებელთა რაოდენობა, მათ მიერ გამოხატული დამოკიდებულება და მედია-საშუალებებით გაშუქებული ინფორმაცია მოწმობს. პროექტის განხორციელების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე აქტიური ოსტატი, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან თანამშრომლობას.

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა