სიახლეები

29

იან

"წლის საუკეთესო ოსტატი 2018"
საქართველოს  ტრადიციული რეწვის ასოციაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დეპატრამენტთან თანამშრომლობით აგრძელებს “წლის საუკეთესო ოსტატის” კონკურსს, რომელსაც საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. კონკურსის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ტრადიციული რეწვის სფეროში მოღვაწე ოსტატები და წარმოაჩინოს მათი ღვაწლი. 2018 წლის დაჯილდოვების  კონკურსის ნომინაციად შეირჩა “ყველაზე ინტერაქტიული სახელოსნო“ იმდენად რამდენადაც  დღეისათვის, როდესაც ტრადიციული რეწვის ზოგიერთი დარგი დაკარგვის პირასაა, განსაკუთრებული როლი სწორედ არაფორმალური განათლების ცენტრების - სახელოსნოებს ეკისრებათ. თანამედროვე პრაქტიკა ადასტურე...

12

ნოე

დაიწყო რეგისტრაცია საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე!
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ დაიწყო მზადება საახალწლო გამოფენა-გაყიდვისათვის! მოგახსენებთ, რომ 2015 წლიდან სხვადასხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით ასოციაცია მუდმივად მართავს თემატურ გამოფენა-გაყიდვებს, რომელთა შორის, თავისი მასშტაბურობით გამოირჩევა საახალწლო გამოფენა-გაყიდვა. ასოციაციის სტენდზე წარმოდგენილია ქართველი ოსტატების მიერ შექმნილი, მხოლოდ საახალწლო თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლებს წარვუდგინოთ პროდუქცია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გემოვნებით, ეს კი განსაზღვრავს პროდუქციის  გაყიდვისუნარიანობას. 2018 წლის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურისა და USAID პროექტი "ზრდა აქტი...

10

ნოე

ტრენინგი თელავშირეწვის ოსტატებისთვის
თელავში ჩატარდა USAID Zrda Activity in Georgia მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგი "ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ტურისტული სერვისის განვითრება". ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის კონსულტანტი ნატალია ბახტაძე.

07

ნოე

გამოფენა თელავის ისტორიულ მუზეუმში
7 ნოემბერს თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო USAID Zrda Activity in Georgia მიერ მხარდაჭერილ რეწვის ოსტატების სახელოსნოები ახმეტის მუნიციპალიტეტიდან და პროექტის ფარგლებში მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები. გამოფენის პარალელურად მიმდინარეობდა რეწვის მასტერკლასები.

07

ნოე

ინფო-ტური ტურისტული სააგენტოებისთვის
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, USAID Zrda Activity in Georgia დაფინანსებული პროექტის "სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების შემოქმედებითი და ბიზნეს უნარების გაძლიერება" ფარგლებში 2018 წლის 7 ნოემბერს ჩაატარა ინფო-ტური ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის. ინფო-ტურის მიზანი იყო ახმეტის მუნიცილაპიტეტში არსებული რეწვის სახელოსნოების გაცნობა და ტურისტულ მარშრუტებში ინტეგრირება. ინფო-ტურის ფარგლებში ტურისტული სააგენტოები იყვნენ ლალისყურში, თექის სახელოსნო "მწყემსის სახლში", ხის სახელოსნო "თურსაში" ქვემო ალვანში და მატყლის გადამამუშავებელ ქარხანაში "თუშეთში" ზემო ალვანი.

16

სექ

ტრენინგი რეწვის ოსტატებისთვის
ახალციხის ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრენინგი რეწვის ოსტატებისთვის - "სერვისის განვითარება ტრადიციული რეწვის სახელოსნოებისათვის". USAID Zrda Activity in Georgia

15

სექ

ინფო-ტური ტურისტული სააგენტოებისთვის
რაბათის ციხეში ჩატარებული ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალის ფარგლებში დაიგეგმა ინფო-ტური ტურისტული სააგენტოებისათვის. ტურის ფარგლებში მოხდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარმოდგენილი თითოეული სახელოსნოს, მათ შორის USAID Zrda Activity in Georgia-ს მიერ მხარდაჭერილი რეწვის ოსტატების სამცხე-ჯავახეთიდან, თუშეთსა და პანკისიდან სახელოსნოების მუშაობის, პროდუქციისა და შეთავაზებების წარდგენა-პრეზენტაცია.

14

სექ

თავის-უფლება
"ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალის" ფარგლებში ჩატარდა ახალციხეში მცხოვრები ქვაზე კვეთის ოსტატის - რეზო ანდღულაძისა და ახალგაზრდა არტისტის, კერამიკოსი მატა რობაქიძის ნამუშევრები ერთობლივი გამოფენა „თავის-უფლება“. ადამიანის თავის, როგორც დამოუკიდებელი, დასრულებული, თავის-უფალი ფორმის გარშემო ვითარდება. თავი, როგორც ფუძე, ძირი ფორმა საინტერესო ასპექტს იძენს ქართულ ენაში: თავ-განწირული, თავ-მოყვარე, თავ-მდაბალი, თავ-ნება, თავ-ქარიანი, თავ-აშვებული და მრავალი სხვა ტერმინი ფუძე „თავ“-იდან ნაწარმოები კომპოზიტებია, რომელთა შორის განსაკუთრებით მრავლისმთქმელია „თავის-უფალი“, რომელიც კაცობრიობის ამ უმთავრესი ფასეულობის გამომხატველ...

22

აგვ

აჭარელი ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
2018 წლის 22 აგვისტოდან 1 სექტემბერი (10:00-23:00 სთ.) გაიმართა აჭარაში მცხოვრები ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.  ღონისძიება ტარდება პროექტის „აჭარაში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება“ ფარგლებში. პროექტის მიზანი იყო აჭარაში არსებული სამუზეუმო კოლექციების გამოყენებით ტრადიციული რეწვის ოსტატების ნაწარმის დივერსიფიკაცია. სამუზეუმო კოლექციების შესწავლის საფუძველზე შემუშავდა ახალი დიზაინები და დამზადდა მათი პროტოტიპები.  პროექტი დაფინანსებულია აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.  პროექტს ახორციელებს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია.  პროექტის პარტნიორია „მეტროსითი ფორუმ...

03

ივლ

USAID Zrda ტრენინგი ახალციხეში
ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ტრადიციული რეწვის ასოციაციამ USAID Zrda Activity in Georgia მიერ დაფინანსებული პროექტის " სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების შემოქმედებითი და ბიზნეს უნარების გაძლიერება" ფარგლებში ჩაატარა მეორე ტრენინგი, რომელიც რეგიონში მცხოვრები ოსტატების პროდუქციის განვითარებას და ბიზნეს უნარების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ტრეინინგს 30-მდე ადგილობრივი ოსტატი დაესწრო. რეწვის პროდუქციის მარკეტინგის საერთაშორისო გამოცდილება, დიზაინის თანამედროვე, ბიზნეს მიდგომები, ბრენდინგი,და სხვ. თემების ის არასრული ჩამონათვალის, რაც იყო განხილული მთელი დღის მანძილზე. მეორე ეტაპზე ასოციაცია თითოეულ ო...

30

ივნ

ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებში
2018 წლის 28-29 ივნისს, პროექტის „აჭარაში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება“ ფარგლებში ტრადიცული რეწვის ოსტატებისთვის (15 ინდივიდი) ჩატარდა სასწავლო ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებში. პროექტის ფარგელბში ასოციაცია აჭარელ ოსტატებტან ერთად ეწვია ქობულეთის მუზეუმს, ქემალ თურმანიძის მუზეუმს "ბორჯღალო", ბათუმის არქეოლოგიურ და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმებს.  ვიზიტის მიზანი იყო სამუზეუმო კოლექციების (ექპოზიციებისადა ფონდებში დაცული ექპონატების) ჩვენება ოსტატებისთვის, რის საფუძველზეც სამუზეუმო კოლექციების თემაზე ჩატარდა იდეების გენერირების ვორკშოპი პროდუქციის ახალი დიზ...

23

ივნ

USAID Zrda Activity in Georgia ტრენინგი
ქვემო ალვანში, კოლეჯ "აისში" ტრადიციული რეწვის ასოციაციამ USAID Zrda Activity in Georgia მიერ დაფინანსებული პროექტის " სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების შემოქმედებითი და ბიზნეს უნარების გაძლიერება" ფარგლებში ჩაატარა პირველი ტრენინგი, რომელიც რეგიონში მცხოვრები ოსტატების პროდუქციის განვითარებას და ბიზნეს უნარების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ტრეინინგს 28 ადგილობრივი ოსტატი დაესწრო. რეწვის პროდუქციის მარკეტინგის საერთაშორისო გამოცდილება, დიზაინის თანამედროვე , ბიზნეს მიდგომები, ბრენდინგი,და სხვ. თემების ის არასრული ჩამონათვალის, რაც იყო განხილული მთელი დღის მანძილზე. მეორე ეტაპზე ასოციაცია თითოეულ ოსტატთან აქტიურ სამუშ...

15

მაი

Research (USAID Zrda Activity in Georgia).
ტრადიციული რეწვის ასოციაციამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტრადიციული რეწვის დარგების პოტენციალის და არსებული რესუსრების კვლევა დაიწყო. აღნიშნული კვლევა წარმოადგენს USAID ZRDA Activity in Georgia - მიერ დაფინანსებული პროექტის "სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და ახმეტი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების შემოქმედებითი და ბიზნეს უნარების გაძლიერება" პირველ ეტაპს. პროექტი ორივე რეგიონში ტრადიციული რეწვის რესურსების და არსებული მდგომარების კვლევას, ადგილობრივი ოსტატების ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, რეწვის პროდუქციის განვითარებას და ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ტურისტული სერვისების განვითარებას ისახავს მიზნად.

02

მაი

გამოფენა-გაყიდვა ქუთაისში!
2 მაისს ქუთაისში გვირილობის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იმერეთის რეგიონში მცხოვრები რეწვის ოსტატების მიერ შექმნილი ახალი ნამუშევრები.  ასოციაციამ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან და ქუთაისის საინიციატივო ჯგუფთან პარტნიორობით ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში განახორციელა პროექტი სახელწოდებით "ტრადიციული რეწვის სამეწარმეო უნარების გაძლიერება იმერეთის რეგიონში”. პროექტის ფარგლებში 60 მდე ადგილობრივი ოსტატი ჩაერთო პროდუქციის და ბიზნეს უნარების განვითარების ტრეინინგებს და სწორედ ამის საფუძველზე ბევრმა მათგანმა შექმნა ახალი ნამუშევრები.   

01

მაი

თანამშრომლობა "ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან"
ექსპორტის განვითარების ასოციაცია ახორციელებს პროექტს „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება სამცხე- ჯავახეთში ტურიზმის კუთხით“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ განახორციელა საინფორმაციო შეხვდრა პროექტის ბენეფიციარებთან რეწვის მიმართულებით. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო, პროექტის შედეგად შერჩეული ბენეფიციარის პროდუქციის პირველადი შესწავლა, რაც გათვალისწინებულ იქნა შემდგომი ინდივიდუალური კონსულტაციების სტრატეგიის შესამუშავებლად. ინდივიდუალური კონსულტაციების მიზანს წარმოადგენდა, კონკრეტული ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნა და ასევე ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციები. როგორც იცით, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია როგორც საწევრო ორგანიზაც...

30

აპრ

აჭარაში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება
ტრადიციული რეწვის ასოციაცია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო აგრძელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს აჭარაში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარებას. წლევანდელი პროექტის მიზანია გამოავლინოს მოტივირებული ოსტატები, რომლებიც ჩაერთვებიან აჭარაში არსებული სამუზეუმო კოლექციების გამოყენებით თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქციის შექმნის პროცესში.  მონაწილეთა შერჩევისას გათვალიწინებული იქნება ოსტატის გამოცდილება, ნამუშევრების შესრულების ხარისხი (შეფასდება ფოტოებისა და თანმხლები აღწერილობის საფუძველზე), ინოვაციისადმი ინტერესი და მოტივაცია. პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩევა 15 ოსტატი. გამარჯვებული ოსტ...

10

აპრ

ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტი
ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი - 2018“ არის დარგში ჩართული მწარმოებლების, ბიზნესის წარმომადგენლების, პროფესიონალების და დაინტერესებული საზოგადოების მეორე საერთაშორისო თავყრილობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. სამიტი წარმოადგენს საქართველოში ტრადიციული რეწვის განვითარების სტიმულირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომლის მიზანია სექტორის პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა და ტრადიციული რეწვის როლის წამოწევა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.  სამიტი გაიმართება ქ. თბილისში, 2018 წლის 28-30 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით.  სამიტის თანაორგანიზატორები...

04

აპრ

სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის სააღდგომო სტენდი მერანი მოლის III სართულზე. შეიძინეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 30-მდე ოსტატის მიერ დამზადებული სააღდგომო  ხელნაკეთი აქსესუარები, 4-7 აპრილის ჩათვლით! 

26

თებ

ასოციაციის წევრთა საერთო კრება 2018
26 თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრთა საერთო კრება, რომელსაც ასოციაციის წევრები, დამფუძნებლები და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. ასოციაციაციის სამუშაო გუნდმა წარმოადგინა ერთწლიანი ანგარიში და 2018 წლის სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, ორგანიზაციის მუშაობა შეაფასეს ასოციაციის დამფუძნებლემა და საბჭოს წევრებმა. შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ დარგში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები , რომელიც მნიშვნელოვანია ტრადიციული რეწვის ოსტატების განვითარებისათვის. დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ სტუმარს მობრძანებისთვის და აქტიური მონაწილეობისათვის.

26

თებ

წლის საუკეთესო ოსტატი-შეგირდი 2017
26 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისსაკონფერენციო დარბაზში გაიმართა "წლის საუკეთესო ოსტატი-შეგირდი 2017" დაჯილდოვება.კონკურსი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ტრადიციული რეწვის დარგში ჩართული ახალგაზრდა ოსტატ-შეგირდებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ტრადიციული რეწვის დარგების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და განვითარებაში. დღეისათვის, როდესაც საზოგადოდ სახეზეა ტრადიციული რეწვის დარგისადმი ახალგაზრდების მხრიდან ინტერესის კლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ტრადიციული რეწვის დარგში ჩართული ახალგაზრდა ოსტატების გამოვლენა, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ თავიანთი ოსტატი-პედაგოგების საქმიანობას. სწორედ ამიტომ 2017 წლის ნომინაცია “წლის საუკეთესო ოს...

დღის ოსტატი

როლანდ ოდიშელიძე

იარაღი

ნამუშევრები: ლითონის დამუშავება

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.