სიახლეები არქივის ნახვა

26

თებ

წლის საუკეთესო ოსტატი-შეგირდი 2017

26 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისსაკონფერენციო დარბაზში გაიმართა "წლის საუკეთესო ოსტატი-შეგირდი 2017" დაჯილდოვება.კონკურსი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ტრადიციული რეწვის დარგში ჩართული ახალგაზრდა ოსტატ-შეგირდებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ტრადიციული რეწვის დარგების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და განვითარებაში. დღეისათვის, როდესაც საზოგადოდ სახეზეა ტრადიციული რეწვის დარგისადმი ახალგაზრდების მხრიდან ინტერესის კლება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ტრადიციული რეწვის დარგში ჩართული ახალგაზრდა ოსტატების გამოვლენა, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ თავიანთი ოსტატი-პედაგოგების საქმიანობას. სწორედ ამიტომ 2017 წლის ნომინაცია “წლის საუკეთესო ოსტატი-შეგირდი” გამოავლენა ტრადიციული რეწვის დარგშიჩართულ ახალგაზრდა ოსტატებს-შეგირდები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვითარამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დარგების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში. თითოეულ გამარჯვებულს გადაეცა სიგელი და ფულადი ჯილდო. პირველი პრიზი - ნინო იაკობიშვილი (ფარდაგების ქსოვა), სახელოსნო "ფესვები", პედაგოგი-ნინო ბახუტაშვილი მეორე პრიზი – მარიამ მელთაური, ზაზა გათენაშვილის ხის სახელოსნო წეროვანში (ხეზე კვეთა) მესამე პრიზი – მიხეილ მარიამიძე, ემზარ კუხალაშვილის ხის სახელოსნო გორში (ხეზე/ქვაზე კვეთა) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისეროვნულმა სააგენტომ წიგნის მაღაზიათა ქსელი„ბიბლუსის“ 100 ლარიანი ვაუჩერებით დააჯილდოვა კონკურსის ორი მონაწილე - თეკლა გურგენიძე და ეკატერინე ადუაშვილი

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.