სიახლეები არქივის ნახვა

10

აპრ

ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტი

ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი - 2018“ არის დარგში ჩართული მწარმოებლების, ბიზნესის წარმომადგენლების, პროფესიონალების და დაინტერესებული საზოგადოების მეორე საერთაშორისო თავყრილობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. სამიტი წარმოადგენს საქართველოში ტრადიციული რეწვის განვითარების სტიმულირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომლის მიზანია სექტორის პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა და ტრადიციული რეწვის როლის წამოწევა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. 

სამიტი გაიმართება ქ. თბილისში, 2018 წლის 28-30 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით. 

სამიტის თანაორგანიზატორები არიან თბილისის მერია, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ამერიკის საელჩო საქართველოში და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები. 

სამიტის ფარგლებში გათვალიწინებულია საერთაშორისო ექსპერტების და ბაიერების ვიზიტი, რაც მიზნად ისახავს ადგილობროვი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე წვდომის გაზრდას. ექსპოს პარალელურად, სამიტი მონაწილეებს შესთავაზებს პროდუქციის განვითარებაზე ორიენტირებულ ტრენინგებისა და უორქშოფების სერიას, რომლებსაც გაუძღვებიან საერთაშორისო ექსპერტები და მსოფლიოში ცნობილი დიზაინერები. მონაწილეებს შორის ახალი კონტაქტების დამყარების მიზნით სამიტის ფარგლებში გაიმართება სპეციალური საკომუნიკაციო შეხვედრები; ეთნოფესტზე ასევე გათვალისწინებულია მონაწილეთა შორის თემატური კონკურსების ჩატარება. 

2018 წლის 12 აპრილს საკრებულოში გამართულ პრეზენტაციაზე სამიტის თანაორგანიზატორები წარუდგენენ პოტენციურ მონაწილეებს სამიტის პროგრამას, მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და ინფორმაციას მის ფარგლებში ჩასატარებელი ტრენინგების და კონკურსების შესახებ.

გამოცხადება მონაწილეობის მსურველთათვის 
2018 წლის 12 აპრილს, 19:00 საათზე

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თამარ მეფის დარბაზი 
თავისუფლების მოედანი #2

რეგისტრაცია სავალდებულოა. გთხოვთ, დაადასტუროთ დასწრება 2018 წლის 10 აპრილის 18:00 საათამდე 
ელ-ფოსტაზე info@gaccgeorgia.org ან 
ტელეფონის ნომერზე: 293 13 35 

დეტალური ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: 
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, 
ნიკო ნიკოლაძის ქ. 7, 0108, თბილისი
ტელ.: +99532 2931335; www.gaccgeorgia.org 
gacc@gaccgeorgia.org info@gaccgeorgia.org
 

 

 

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.