სიახლეები არქივის ნახვა

30

აპრ

აჭარაში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება

ტრადიციული რეწვის ასოციაცია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო აგრძელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს აჭარაში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარებას. წლევანდელი პროექტის მიზანია გამოავლინოს მოტივირებული ოსტატები, რომლებიც ჩაერთვებიან აჭარაში არსებული სამუზეუმო კოლექციების გამოყენებით თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქციის შექმნის პროცესში. 

მონაწილეთა შერჩევისას გათვალიწინებული იქნება ოსტატის გამოცდილება, ნამუშევრების შესრულების ხარისხი (შეფასდება ფოტოებისა და თანმხლები აღწერილობის საფუძველზე), ინოვაციისადმი ინტერესი და მოტივაცია.

პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩევა 15 ოსტატი.

გამარჯვებული ოსტატების გამოვლენის შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებში მოეწყობა სასწავლო ვიზიტი და სამუზეუმო კოლექციების ჩვენება ოსტატებისთვის.

აღნიშნული კოლექციების შესწავლის საფუძველზე ჩატარდება იდეების გენერირების ვორკშოპი პროდუქციის ახალი დიზაინის პროტოტიპების შესამუშავებლად.

შერჩევის აუცილებელი პირობაა ოსტატს ჰქოდეს მზაობა გამოყოს დრო სასწავლო ვიზიტზე და ვორკშოპზე დასასაწრებად და შემდგომში, პროდუქციის შესაქმენელად, რასაც დაადასტურებს განაცხადის ფორმაზე ხელის მოწერით.  

საპროექტო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ელ-ფოსტის საშუალებით, ისე ნაბეჭდი სახით.

ელექტრონული ფორმით  საპროექტო განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე: info@crafts.ge

ან ნაბეჭდი სახით ხულოს, შუახევის, ქედას, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების კულტურის სახლებში. სამუშაო საათები: 10:00- 18:00

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა:  2018 წლის 15 მაისი 16:00 სთ

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!

განაცხადის ფორმა და კონკურსის პირობები იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე. 

კონკურსის პირობები: https://drive.google.com/file/d/1zvhZW7xO00rHqcwUrtYcc8FwlAT4WAZA/view?usp=sharing

განაცხადის ფორმა: https://drive.google.com/file/d/1PDxE0TKnyYqsdr9YagaXRnt0_0o0uK5P/view?usp=sharing

 

დღის ოსტატი

როლანდ ოდიშელიძე

იარაღი

ნამუშევრები: ლითონის დამუშავება

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.