სიახლეები არქივის ნახვა

02

მაი

გამოფენა-გაყიდვა ქუთაისში!

2 მაისს ქუთაისში გვირილობის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა გამოფენა-გაყიდვა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იმერეთის რეგიონში მცხოვრები რეწვის ოსტატების მიერ შექმნილი ახალი ნამუშევრები. 
ასოციაციამ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან და ქუთაისის საინიციატივო ჯგუფთან პარტნიორობით ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში განახორციელა პროექტი სახელწოდებით "ტრადიციული რეწვის სამეწარმეო უნარების გაძლიერება იმერეთის რეგიონში”.
პროექტის ფარგლებში 60 მდე ადგილობრივი ოსტატი ჩაერთო პროდუქციის და ბიზნეს უნარების განვითარების ტრეინინგებს და სწორედ ამის საფუძველზე ბევრმა მათგანმა შექმნა ახალი ნამუშევრები. 
 

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.