სიახლეები არქივის ნახვა

01

მაი

თანამშრომლობა "ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან"

ექსპორტის განვითარების ასოციაცია ახორციელებს პროექტს „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება სამცხე- ჯავახეთში ტურიზმის კუთხით“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ განახორციელა საინფორმაციო შეხვდრა პროექტის ბენეფიციარებთან რეწვის მიმართულებით. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო, პროექტის შედეგად შერჩეული ბენეფიციარის პროდუქციის პირველადი შესწავლა, რაც გათვალისწინებულ იქნა შემდგომი ინდივიდუალური კონსულტაციების სტრატეგიის შესამუშავებლად. ინდივიდუალური კონსულტაციების მიზანს წარმოადგენდა, კონკრეტული ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნა და ასევე ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციები. როგორც იცით, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია როგორც საწევრო ორგანიზაცია წევრებს ეხმარება პოპულარიაზაციაში, პროდუქციის განვითარებასა და მარკეტინგში. ამდენად, პროექტის ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ გაწევრიანენ სოციაციაში და წლის მანძილზე ახლოს გაეცნონ და ისარგებლონ პროფესიული ქსელური თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის აქტივობებში, ტრენინგებში, დროებით გამოფენებსა და ფესტივალებში. შემდეგ პოსტში წარმოგიდგენთ პროექტის ფარგლებში გაწევრიანებულ ტრადიციული რეწვის ოსტატებს.

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.