სიახლეები არქივის ნახვა

23

ივნ

USAID Zrda Activity in Georgia ტრენინგი

ქვემო ალვანში, კოლეჯ "აისში" ტრადიციული რეწვის ასოციაციამ USAID Zrda Activity in Georgia მიერ დაფინანსებული პროექტის " სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების შემოქმედებითი და ბიზნეს უნარების გაძლიერება" ფარგლებში ჩაატარა პირველი ტრენინგი, რომელიც რეგიონში მცხოვრები ოსტატების პროდუქციის განვითარებას და ბიზნეს უნარების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ტრეინინგს 28 ადგილობრივი ოსტატი დაესწრო. რეწვის პროდუქციის მარკეტინგის საერთაშორისო გამოცდილება, დიზაინის თანამედროვე , ბიზნეს მიდგომები, ბრენდინგი,და სხვ. თემების ის არასრული ჩამონათვალის, რაც იყო განხილული მთელი დღის მანძილზე. მეორე ეტაპზე ასოციაცია თითოეულ ოსტატთან აქტიურ სამუშაო პროცესზე გადადის, როდესაც კონკრეტული რეკომენდაციებით ოსტატები ახალ ბაზარზე ორიენტირებულ პროდუქციას შექმნიან.

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.