სიახლეები არქივის ნახვა

30

ივნ

ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებში

2018 წლის 28-29 ივნისს, პროექტის „აჭარაში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება“ ფარგლებში ტრადიცული რეწვის ოსტატებისთვის (15 ინდივიდი) ჩატარდა სასწავლო ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუზეუმებში. პროექტის ფარგელბში ასოციაცია აჭარელ ოსტატებტან ერთად ეწვია ქობულეთის მუზეუმს, ქემალ თურმანიძის მუზეუმს "ბორჯღალო", ბათუმის არქეოლოგიურ და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმებს. 

ვიზიტის მიზანი იყო სამუზეუმო კოლექციების (ექპოზიციებისადა ფონდებში დაცული ექპონატების) ჩვენება ოსტატებისთვის, რის საფუძველზეც სამუზეუმო კოლექციების თემაზე ჩატარდა იდეების გენერირების ვორკშოპი პროდუქციის ახალი დიზაინის პროტოტიპების შესამუშავებლად. პროექტი დაფინანსებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. 

დღის ოსტატი

როლანდ ოდიშელიძე

იარაღი

ნამუშევრები: ლითონის დამუშავება

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.