სიახლეები არქივის ნახვა

12

ნოე

დაიწყო რეგისტრაცია საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე!

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ დაიწყო მზადება საახალწლო გამოფენა-გაყიდვისათვის!

მოგახსენებთ, რომ 2015 წლიდან სხვადასხვა დღესასწაულებთან
დაკავშირებით ასოციაცია მუდმივად მართავს თემატურ გამოფენა-გაყიდვებს, რომელთა შორის, თავისი მასშტაბურობით გამოირჩევა საახალწლო გამოფენა-გაყიდვა. ასოციაციის სტენდზე წარმოდგენილია ქართველი ოსტატების მიერ შექმნილი, მხოლოდ საახალწლო თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლებს წარვუდგინოთ პროდუქცია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გემოვნებით, ეს კი განსაზღვრავს პროდუქციის  გაყიდვისუნარიანობას.
2018 წლის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურისა და USAID პროექტი "ზრდა აქტივობა საქართველოში" მხარდაჭერით იმართება.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ  პირობებს და შეავსოთ განაცხადის ფორმა. 
რეგისტრაციის ბოლო ვადა 2018 წლის 20 ნოემბერია!

http://bit.ly/2OHAfBQ

დღის ოსტატი

როლანდ ოდიშელიძე

იარაღი

ნამუშევრები: ლითონის დამუშავება

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.