სიახლეები არქივის ნახვა

07

ნოე

ინფო-ტური ტურისტული სააგენტოებისთვის

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, USAID Zrda Activity in Georgia დაფინანსებული პროექტის "სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების შემოქმედებითი და ბიზნეს უნარების გაძლიერება" ფარგლებში 2018 წლის 7 ნოემბერს ჩაატარა ინფო-ტური ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის. ინფო-ტურის მიზანი იყო ახმეტის მუნიცილაპიტეტში არსებული რეწვის სახელოსნოების გაცნობა და ტურისტულ მარშრუტებში ინტეგრირება. ინფო-ტურის ფარგლებში ტურისტული სააგენტოები იყვნენ ლალისყურში, თექის სახელოსნო "მწყემსის სახლში", ხის სახელოსნო "თურსაში" ქვემო ალვანში და მატყლის გადამამუშავებელ ქარხანაში "თუშეთში" ზემო ალვანი.

დღის ოსტატი

როლანდ ოდიშელიძე

იარაღი

ნამუშევრები: ლითონის დამუშავება

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.