სიახლეები არქივის ნახვა

14

სექ

თავის-უფლება

"ტრადიციული რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალის" ფარგლებში ჩატარდა ახალციხეში მცხოვრები ქვაზე კვეთის ოსტატის - რეზო ანდღულაძისა და ახალგაზრდა არტისტის, კერამიკოსი მატა რობაქიძის ნამუშევრები ერთობლივი გამოფენა „თავის-უფლება“. ადამიანის თავის, როგორც დამოუკიდებელი, დასრულებული, თავის-უფალი ფორმის გარშემო ვითარდება. თავი, როგორც ფუძე, ძირი ფორმა საინტერესო ასპექტს იძენს ქართულ ენაში: თავ-განწირული, თავ-მოყვარე, თავ-მდაბალი, თავ-ნება, თავ-ქარიანი, თავ-აშვებული და მრავალი სხვა ტერმინი ფუძე „თავ“-იდან ნაწარმოები კომპოზიტებია, რომელთა შორის განსაკუთრებით მრავლისმთქმელია „თავის-უფალი“, რომელიც კაცობრიობის ამ უმთავრესი ფასეულობის გამომხატველია. გამოფენაზე წარმოდგენილია ორი ხელოვანის: ახალციხეში მცხოვრები ქვაზე კვეთის ოსტატის - რეზო ანდღულაძისა და ახალგაზრდა არტისტის, კერამიკოსი მატა რობაქიძის ნამუშევრები, რომელთაც სწორედ ადამიანის თავის, როგორც დამოუკიდებელი მხატვრული ფორმის გააზრება და განზოგადება აერთიანებს. გამოფენა მოიაზრება, როგორც ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც მიზნად ისახავს ოსტატებსა და არტისტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას და ტრადიციულსა და თანამედროვე ხელოვნებას შორის არსებული სტერეოტიპული ჩარჩოებისგან გან-თავის-უფლებას.

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.