სიახლეები არქივის ნახვა

22

აგვ

აჭარელი ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა

2018 წლის 22 აგვისტოდან 1 სექტემბერი (10:00-23:00 სთ.) გაიმართა აჭარაში მცხოვრები ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. 
ღონისძიება ტარდება პროექტის „აჭარაში მცხოვრები ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარება“ ფარგლებში. პროექტის მიზანი იყო აჭარაში არსებული სამუზეუმო კოლექციების გამოყენებით ტრადიციული რეწვის ოსტატების ნაწარმის დივერსიფიკაცია. სამუზეუმო კოლექციების შესწავლის საფუძველზე შემუშავდა ახალი დიზაინები და დამზადდა მათი პროტოტიპები. 
პროექტი დაფინანსებულია აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. 
პროექტს ახორციელებს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია. 
პროექტის პარტნიორია „მეტროსითი ფორუმი“ Metrocity Forum Batumi

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.