სიახლეები არქივის ნახვა

29

იან

"წლის საუკეთესო ოსტატი 2018"

საქართველოს  ტრადიციული რეწვის ასოციაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დეპატრამენტთან თანამშრომლობით აგრძელებს “წლის საუკეთესო ოსტატის” კონკურსს, რომელსაც საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. კონკურსის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ტრადიციული რეწვის სფეროში მოღვაწე ოსტატები და წარმოაჩინოს მათი ღვაწლი.

2018 წლის დაჯილდოვების  კონკურსის ნომინაციად შეირჩა ყველაზე ინტერაქტიუ სახელოსნო“ იმდენად რამდენადაც  დღეისათვის, როდესაც ტრადიციული რეწვის ზოგიერთი დარგი დაკარგვის პირასაა, განსაკუთრებული როლი სწორედ არაფორმალური განათლების ცენტრების - სახელოსნოებს ეკისრებათ. თანამედროვე პრაქტიკა ადასტურებს, რომ მსგავსი სახელოსნოები ამავდროულად წარმოადგენს საინტერესო სანახაობას ვიზიტორებისთვის, რაც თავის მხრივ მასტერკლასების სერვისის, შესაბმისად, ოსტატებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროების განვითარებას და ტრადიციული რეწვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მითითებული ბმული.

https://drive.google.com/file/d/1lIjW3JBGV5SzstzA4j8luq8I2DnKECsV/view

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.