სიახლეები არქივის ნახვა

22

აპრ

მოხსენებების კრებული

საერთაშორისო კონფერენციის “სოციალური მეწარმეობა და ახალგაზრდული პოლიტიკა” მოხსენებების  კრებული წარმოგიდგენთ ევროკავშირისა და  აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნებში სოციალური მეწარმეობისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფესიონალთა კვლევების შედეგებს.  

საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა  საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ   ახალგაზრდობის სააგენტოს (საქართველო) კოორდინაციით განხორციელებული პროექტის ფარგლებში - “სოციალური მეწარმეობა მოწყვლადი ახალგაზრდების სოცილური ინტეგრაციისათვის“ ,   რომელიც განხორციელდა  ევროკავშირის ერასმუს + პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის წამყვანი პარტნიორი: ახალგაზრდობის  სააგენტო (საქართველო)

პროექტის პარტნიორები: Think Young (ბელგია), Youth Social Rights Network (დანია), Georgian Heritage Crafts Association (საქართველო), AEGEE-Yerevan (სომხეთი), Go On!  (უკრაინა).

იხ. კრებული: https://bit.ly/2VsP1mH

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.