პროექტის „თბილისში თემის ჩართულობით ტრადიციულ ეკონომიკურ საქმიანობებთან დაკავშირებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია“, რომელიც ხორციელდება UNESCO-ს პროგრამის „არამატერიალური მემკვიდრეობა, შემოქმდებითობა და ქალაქების მდგრადი განვითარება“ ფარგლებში, 10-18 დეკემბერს ჩატარდება UNESCO-ს საერთაშორისო ფასილიტატორების ტრენინგი აკმ-ს ინვენტარიზაციის მეთოდოლოგიაზე. იხ. პროგრამა.https://bit.ly/3oAEmCh
ვორქშოფის მიზანია მონაწილეებს გააცნოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის მეთოდები და ის მიდგომები, რომელსაც იუნესკოს 2003 წლის არამატერიალური კულტურული მემკვიდროების დაცვის კონვენცია განსაზღვრავს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე https://bit.ly/2VM7UAk
ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა
ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.