სიახლეები არქივის ნახვა

03

თებ

„წლის საუკეთესო ოსტატი 2020“

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენთან თანამშორმლობით აგრძელებს „წლის საუკეთესო ოსტატის“ კონკურსს, რომელსაც საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. კონკურსის მიზანია საზოგადოებას გააცნოს ტრადიციული რეწვის სფეროში მოღვაწე ოსტატები და წარმოაჩინოს მათი ღვაწლი.

მიმდიანრე წლის კონკურსის ნომინაციად შეირჩა „კრიზისთან ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი 2020 წელს გლობალურმა პანდემიამ თითქმის ყველა სექტორს განსაკუთრებული ზიანი მიაყენა.  ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტრადიციული რეწვა, დიდწილად დამოკიდებული იყო საერთაშორისო ტურიზმზე. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ზოგიერთმა  ოსტატმა და სახელოსნომ მაინც შეძლეს ალტერნატიული გზების მოძიება, გააგრძელეს და განავითარეს მათი საქმიანობა. ამდენად, წლევანდელი ნომინაციის მიზანია  გამოავლინოს რეწვის სფეროში კრიზისთან ადაპტაციის  საუკეთესო მაგალითები, როგორც პოზიტიური გამცდილება, რომელიც  მომავალში მსგავსს მიდგომებს წაახალისებს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მითითებული ბმული.

https://www.formpl.us/form/1911536003

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა

ჩვენს შესახებ

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.