დაგვიჭირეთ მხარი

როგორ დავუჭიროთ მხარი ასოციაციას?

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციისთვის პრიორიტეტია ტრადიციული რეწვის სექტორის ფართო საზოგადოებაში პოპულარიზაცია და მხარდამჭერთა წრის გაფართოება.

რეწვის ტრადიციების შენარჩუნებასა და დარგის განვითარებაზე ზრუნვის მსურველებს ასოციაცია მხარდაჭერის სხვადასხვა სქემას სთავაზობს:
 

შემოწირულობები


ასოციაციის მხარდამჭერებს საშუალება ექნებათ ასოციაციის საბანკო ანგარიშზე გადარიცხონ შემოწირულობა. ფულადი შემოწირულობების პარალელურად ასოციაცია ღიაა სხვადასხვა სახის მხარდაჭერის მისაღებად, მათ შორის, ტრადიციული რეწვის სხვადასხვა დარგებისთვის საჭირო მასალების, იარაღების და სხვა მატერიალური რესურსების სახით. 


პირადი და კორპორატიული მოხალისეობა


იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებსაც სურვილი აქვთ თავიანთი შრომითა და ინტელექტუალური რესურსებით ხელი შეუწყონ ორგანიზაციის საქმიანობას, ასოციაცია სთავაზობს  პირადი და კორპორატიული მოხალისეობის სხვადასხვა სქემას. მსურველებმა მათი შესაძლებლობებისა და პირობების შესახებ ელექტრონული ფოსტით უნდა აცნობონ ასოციაციას, რის შემდეგაც მოხდება მათი ჩართულობისა და ინდივიდუალური სამუშაო გეგმის განსაზღვრა.

ასოციაციის მოხალისეობის პროგრამაში ჩართული პირები და ორგანიზაციები მიიღებენ ასოციაციის მოხალისის დამადასტურებელ სერთიფიკატს.  

ასოციაციის მხარდამჭერებს სურვილის შემთხვევაში საშუალება ექნებათ ასოციაციის ვებ-გვერდზე განათავსონ მათი სახელი, ლოგო, ბმული და ა.შ.

სურვილის შემთხვევაში მხარდამჭერები მიიღებენ ასოციაციის კვარტალურ ელექტრონულ ჟურნალს. ჟურნალის მისაღებად მსურველებმა ასოციაციის ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გამოაგზავნონ მოთხოვნა.  

ასოციაციის მხარდამჭერთა შემოწირულობები სრულად მოხმარდება ასოციაციის საქველმოქმედო მიზნებს. 
 

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა