ქართული ტრადიციული რეწვა

ქართული ტრადიციული რეწვა 

ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო უძველესი დროიდან გამოირჩეოდა ტრადიციული რეწვის დარგების მრავალფეროვნებით. საქართველოს ყველა კუთხესა თუ რეგიონს თავისი ისტორია, კულტურა და თვითმყოფადი სახე გააჩნია. სწორედ ეს განაპირობებს ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებას და მის ხიბლს. ტრადიციული რეწვა და ხელსაქმე საქართველოს რეგიონების მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია და ამ თვალსაზრისით, ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები გააჩნია. საქართველოში ყველაზე გავრცელებულ დარგებს მიეკუთვნება ლითონის დამუშავება, მინანქარი, კერამიკა, ხეზე და ქვაზე კვეთა, ტექსტილი, რომელიც მოიცავს ქარგვას, ქსოვას, მათ შორის ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვას, თელვას, მოჩითვას და სხვა.   


 

დღის ოსტატი

მარიამ ჟუჟუნაძე

ინტერიერის აქსესუარი

ნამუშევრები: ტექსტილი,ქსოვა,თელვა