წევრობის პირობები და განაცხადის ფორმა

როგორ გავხდეთ ასოციაციის წევრი ?

ასოციაციის წევრობა ღიაა როგორც ინდი-ვიდებისთვის, ისე ორგანიზაციებისთვის.

წევრობის კატეგორიები:


ნამდვილი წევრი - თუ უშუალოდ მოღვაწეობთ ტრადიციული რეწვის სფეროში, ამზადებთ ნამუშევრებს და ფლობთ სხვადასხვა ტრადიციულ ტექნოლოგიას შეგიძლიათ გახდეთ ასოციაციის ნამდვილი წევრი.


ასოცირებული წევრი - თუ ეუფლებით ხელობას, ეწევით ტრადიციული რეწვის ნიმუშების რეალიზაციას, აწარმოებთ ტრადიციული რეწვისთვის საჭირო ნედლეულს, ამ სფეროში ეწევით საგანმანათლებლო, კვლევით ან სხვა სახის მომიჯნავე საქმიანობას შეგიძლიათ გახდეთ ასოციაციის ასოცირებული წევრი.


ქომაგი - თუ უშუალოდ არ ხართ ჩართული ტრადიციული რეწვის სფეროში ან მის მომიჯნავე საქმიანობაში, თუმცა გაქვთ ასოციაციის წევრობის სურვილი, გახდით ასოციაციის ქომაგი!

დღის ოსტატი

როლანდ ოდიშელიძე

იარაღი

ნამუშევრები: ლითონის დამუშავება