...
მიხეილ ოდიშვილი

558 206 849

pusho524@gmail.com

ფიზიკური პირი
თბილისი

ოსტატი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ტრადიციული ხელსაქმით. მან პაპას და ბიძას სახელოსნოში შეისწავლა ხეზე კვეთა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება განსაკუთრებული სიყვარული და დიდი ინტერესი ტრადიციული ხელობებისადმი, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო განავითარა. ოსტატის თქმით ყველაფერი რაც რეწვისადმი სიყვარულს უკავშირდება მისი იჯახის დამსახურებაა. პაპას გარდაცვალების შემდეგ მას მემკვიდრეობით გადმოეცა ძველი იარაღები და საჭრისები. „როცა ვიცი რომ ეს ყველაფერი ჩემი წინაპრებიდან მოდის და ამით ვაგრძელებ იმ ტრადიციებს რაც მათ დაგვიტოვეს მინდა არ დაიკარგოს და მეც შევმატო ჩემი წვრილი მის განვითარებას, შენარჩუნებას.“- აღნიშნავს ოსტატი. ოსტატის შთაგონების წყარო საქართველოს ბუნება, ცხოველები, მთის ანდრეზებია, კულტურა და ფოლკლორი.

მან ხეზე კვეთის გარდა სხვადასხვა დარგის გამოცდილ ოსტატებთან შეისწავლა ლითონზე მუშაობა, მინანქარი, ქვაზე კვეთა, ქსოვა, მინა და კერამიკაზე მუშაობა. დარგების მრავალფეროვნების მიუხედავად ოსტატი აღნიშნავს, რომ ჯერ მაინც ბევრი აქვს სასწავლი რათა უფრო სრულფასოვნად დავეუფლოს აღნიშნულ  ხელობებს. „სწორედ ეს გამოარჩევს ჩემს ნამუშევრებ სადაც ამ ჩემი ცოდნის გაერთიანებას ვცდილობ, სხვადასხვა მასალაში გამოყენებული ტექნიკის შერწყმას და რაღაც ახლებურის შექმნას.“-ამბობს ოსტატი.

საკუთარი საქმის გარდა, ოსტატი უკვე 5 წელია ასწავლის საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასში კერამიკას და ხეზე კვეთას, ასევე ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხალხური რეწვის სკოლაში იყო ხეზე კვეთის პედაგოგი.