საშობაო გამოფენა-გაყიდვა

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია საახალწლო გამოფენა-გაყიდვას 2015 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული გამოფენა გამოირჩევა თავისი მასშტაბურობით, ხანგრძლივობით, ფინანსური მოგებით და მონაწილე ოსტატების რაოდენობით. გამოფენას სხვადასხვა წელს ყავდა სხვადასხვა დონორები: თბილისის მერია, ამერიკის საელჩო, USAID Zrda Activity in Georgia, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.

გამოფენის დაწყებამდე ოსტატებისთვის ტარდება პროდუქციის განვითარების ტრენინგი, სადაც ასოციაციის ხელმძღვანელი მონაწილეებს აცნობს მიმდინარე წლის ტრენდებს, საინსპირაციო ნამუშევრებს და ა.შ. გარდა ამისა, იმართება საკონსულტაციო შეხვედრები ოსტატებისთვის. გამოფენაზე მონაწილეობას იღებს 100-მდე ოსტატი მთელი საქართველოდან. გაყიდული ნამუშვრების ნავაჭრი წლიდან წლამდე მუდმივად იზრდება. აღნიშნული აქტივობის მიზანია ხელი შეუწყოს ოსტატებს თავიანთი პროდუქციის განვითარებაში, რეალიზაციაში ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ფინანსური შემოსავლების გაზრდაში. 2021 წლიდან გამოფენა ტარდება სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“.