თანამშრომლობა "ექსპორტის განვითარების ასოციაციასთან"

ექსპორტის განვითარების ასოციაცია განახორციელა პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება სამცხე- ჯავახეთში ტურიზმის კუთხით“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ გამართა საინფორმაციო შეხვდრა პროექტის ბენეფიციარებთან რეწვის მიმართულებით. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო, პროექტის შედეგად შერჩეული ბენეფიციარის პროდუქციის პირველადი შესწავლა, რაც გათვალისწინებულ იქნა შემდგომი ინდივიდუალური კონსულტაციების სტრატეგიის შესამუშავებლად. ინდივიდუალური კონსულტაციების მიზანს წარმოადგენდა, კონკრეტული ბაზარზე ორიენტირებული პროდუქციის შექმნა და ასევე ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციები.
პროექტის ბენეფიციარებს საშუალება მიეცათ ასოციაციაში გაწევრიანების, რომლის დროსაც წლის მანძილზე ახლოს გაეცნენ და ისარგებლეს პროფესიული ქსელური თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღეს ასოციაციის აქტივობებში, ტრენინგებში, დროებით გამოფენებსა და ფესტივალებში.

5