...
ია ნადირაძე

555 336 036

iakuna76@gmail.com

ფიზიკური პირი
ქვემო ქართლი

რუკაზე ნახვა

კერვის და ქარგვის ოსტატის ია ნადირაძის სახელოსნო მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ხაიშში.
ოსტატი მუდმივად ინტერესდებოდა ტრადიციული ნაქარგობებით და ხშირად ათვალიერებდა ძველ ფოტოებს, რომლებიც ძირითადად დათარიღებული იყო მე-19 საუკუნით. სწორად ფოტოებში წარმოდგენილი ტრადიციული კოსტუმებითა და ნაქარგობებით იყო შთაგონებული ოსტატი, რომლის საფუძველზეც მან დაიწყო ამ სფეროში მოღვაწეობა. როგორც ოსტატი ამბობს, იგი ყოველთვის გრძნობდა, განსაკუთრებულ კავშირს მას და ძველ ნაქარგობებს შორის. კერვა და ქარგვა თავიდან იყო მისი ჰობი, თუმცა დროდადრო მან მიიღო შეკვეთები მეგობრებისგან და ახობლებისგან, რის შემდეგ უკვე მისი შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა.
ოსტატი ქმნის ტანისამოსს, რომელიც მორთულია შუა საუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნების ორნამენტებით. გარდა ამისა, ამზადებს აქსესუარებს, როგორიცაა სამაჯურები, ქამრები, სანიშნეები, ჩანთები, საფულეები და ა.შ. ”ჩემი საყვარელი მასალაა ზამში და მასზე მოქარგვა, ძალიან ელეგანტურს ხდის ნამუშევრებს. ქართული ორნამენტები მაძლევს შთაგონებას, როგორი უნდა იყოს ჩანთის ფორმა, რა ფერები გამოვიყენო და ა.შ. “- ამბობს ოსტატი.
ოსტატი მონაწილეობას იღებდა ასოციაციის პროექტში, რომელიც მიმართული იყო ტრადიციული რეწვის ოსტატების ბიზნეს უნარების გაძლიერება ქვემო ქართლის რეგიონში. მისი ნამუშევრების შეძენა შეგიძლიათ მაღაზია „ეთნოდიზანში“.

ჩემი ადგილმდებარეობა რუკაზე