ტრადიციული რეწვის სამეწარმეო უნარების გაძლიერება შიდა და ქვემო ქართლის რეგიონში

პროექტი მიზნად ისახავდა ტრადიციული რეწვის ოსტატების ბიზნეს უნარების გაძლიერებას ქვემო და შიდა ქართლის რეგიონში. პროექტი მოიცადა არსებული რესურსების წინასწარ კვლევას, პოტენციურ ბენეფიციართა შერჩევას და პროდუქტის განვითარების ტრენინგებს, ვორქშოპებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებს ბაზარზე ორიენტირებული ხელნაკეთი პროდუქციის ახალი ხაზების შემუშავების მიზნით.

ორივე რეგიონში წინასწარი კვლევების საფუძველზე შეირჩა ბენეფიციარები. აქტივობების პირველი ნაწილი მოიცავდა ზოგად ტრენინგებს ბიზნეს უნარების (ფინანსური საკითხები) და რეწვის პროდუქტების განვითარებაში.

ტრენინგები

ჩატარდა ტრენინგი ხელნაკეთი პროდუქციის განვითარებასა და ბიზნეს უნარების გაძლიერებაში.

ტრენინგები მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • საერთაშორისო და ადგილობრივი რეწვის ბაზრის მოთხოვნები (ხელნაკეთი პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა);
  • რეწვის ბაზრის ტენდენციები მსოფლიოში
  • პროდუქციის დივერსიფიკაცია: ახალი ფუნქციონალური ჯგუფები, ინოვაციური დიზაინები, კოლექციები (ადგილობრივი ტრადიციები, მუზეუმის ობიექტები და ტექნიკა, როგორც შთაგონების წყარო)
  • ნამუშევრის ბრენდინგი და წარდგენა: ლოგოები, შეფუთვა საინფორმაციო თეგები და მათი მნიშვნელობა;
  • ხარისხი და სტანდარტები - საერთაშორისო ზომა, ფერი, მასალის სტანდარტები
  • რეწვის პროდუქციის წარდგენა, თანამედროვე გამოფენის მეთოდები.

ბიზნეს უნარების განვითარების ტრენინგი

ტრენინგები მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • რეწვის ბიზნესის სამართლებრივი სტატუსი (დადებითი და უარყოფითი მხარეები);
  • სტარტაპებისთვის სახსრების მოზიდვის შესაძლებლობები;
  • მარკეტინგული არხები და კლიენტებთან კომუნიკაცია;
  • პროდუქტის ფასი;
  • სოციალური მედიის მენეჯმენტი;
  • ხელოსნობის პროდუქტები და ინტელექტუალური საკუთრების უფლება;

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ინფო ტური ტურტისტული სააგენტოებისთვის და ასევე ტრენინგი ტრადიციული რეწვის სახელოსნოებისთვის ტურისტული სერვისის გაუმჯობესებისთვის.

გამოიცა შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების ტრადიციული რეწვის სახელოსნოების გზამკვლევი. ორენოვანი გზამკვლევი ვიზიტორს აწვდის ინფორმაციას იმ სერვისების შესახებ, რომელსაც თითოეულ სახელოსნოს შეუძლია შესთავაზოს ვიზიტორს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას, როგორიცაა ვიზიტის საათები, GPS კოორდინატები და ა.შ. აღნიშნული გზამკვლევები გავრცელდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში.

2020-2021 წლებში პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალი ჩატარდა სოციალური მედია-კამპანიის სახით, რომლის ფარგლებშიც წარმოგიდგენილ იქნა ვიდეო-მასტერკლასები (საქართველოს ხუთი სხვადასხვა რეგიონიდან), გაზიარდა ისტორიები რეწვის ოსტატების შესახებ. გარდა ამისა, ჩატარდა ონლაინ შეხვედრები და სემინარები.

კამპანიის ნაწილი ასევე გაზიარდება ლონდონის რეწვის კვირეულის ფარგლებში გამართული Create Day2020/21-ს პლატფორმაზე.

 

22