Master

...
lela svimonisvili

599 453 101

lelasvimonishvili27@gmail.com

Individuals
Tbilisi

ლელა სვიმონიშვილი მინანქრისა და თექის ოსტატია, ცხოვრობს თბილისში და პროფესიით ბიოლოგია. საკუთარი პროფესიის მიუხედავად ის ტრადიციული რეწვის სფეროში აქტიურად ჩაერთო 2005 წლიდან, როდესაც შეისწავლა მინანქრისა და თექის დამუშავების ტექნოლოგიები. „მას შემდეგ, რაც კერძო პედაგოგისგან შევისწავლე ხელსაქმის დარგები, უამისოდ ცხოვრება ვერც წარმომიდგენია და ეს ჩემ ძირითად საქმიანობად იქცა“ - აღნიშნავს ოსტატი. ლელა ქმნის სხვადასხვა აქსესუარებს, სამკაულს, რომლის თემატიკაც მრავალფეროვანია. გარდა ამისა, ოსტატს აღნიშნული დარგების სწავლების 10 წლიანი გამოცდილებაც აქვს. ატარებს მასტერკლასებს ტურისტულ ჯგუფებთან. ქ-ნი ლელა აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვებსა და ფესტივალებში. მისი ნამუშვრების შეძენა შეგიძიათ მაღაზია „ეთნოდიზაინში“!