მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ჟურნალ Hali Publications-ის ვირტუალურ გამოფენაზე, რომელიც 2021 წლის 23-27 ივნისს გაიმართება, პირველად იქნება წარმოდგენილი თუშური ფარდაგები Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ სახელოსნოების ონლაინ-ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ფარდაგის ქსოვის მასტერკლასის ვიდეომასალა. ონლაინ ღონისძიება მიზნად ისახავს ხალიჩებისა და ქსოვილების პოპულარიზაციას. გამოფენის პარალელურად გაიმართება შეხვედრები, ლექციები და ინტერვიუები სფეროს სპეციალისტებთან.

მსგავსი სტატიები
{news_relative_item}