ტრადიციული რეწვის სამეწარმეო უნარების გაძლიერება იმერეთის რეგიონში

პროექტი „ტრადიციული რეწვის სამეწარმეო უნარების გაძლიერება იმერეთის რეგიონში“ განხორციელდა დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავდა, იმერეთის რეგიონში ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარებასა და სამეწარმეო უნარების გაძლიერებას, ადგილობრივი ოსტატების ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, რეწვის პროდუქციის განვითარებას. პროექტი განახორციელა კონსორციუმმა: საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან და იმერეთის რეგიონში ტრადიციული რეწვის განვითარების სანიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობით. პროექტის შედეგად შეიქმნება ახალი კოლექციები, რომელთა მარკეტინგისთვისაც გათვალსიწინებულია მოლაპარაკებები იმერეთის ტერიტორიაზე არსებულ ტურისტულ ობიექტებთან.

პროექტს ორი ძირითადი მიმართულება ჰქონდა:

ა. უნარების გაძიერება:

  •  პროდუქციის განვითარება - ძირითადად ორიენტირებული იყო ხელნაკეთი პროდუქტების ახალი დიზაინისა და ფუნქციური ჯგუფების შექმნაზე (აშშ კონსულტანტთან თანამშრომლობით)
  • ბიზნეს უნარების განვითარება.

ბ. მარკეტინგის გაუმჯობესების აქტივობები და ახალი პროდუქტების ხაზების ტესტირება.

6