...
ნინო სირბილაძე

555 947 977

nino.sirbiladze29@gmail.com

ფიზიკური პირი

რუკაზე ნახვა

ახალგაზრდა ოსტატებმა ნინო სირბილაძემ და თორნიკე მეტრეველმა დიდი ხანი არაა რაც დააარსეს თავიანთი სახელოსნო, სადაც  სხვადასხვა ტიპის დეკორაციულ კომპოზიციებს, სათამაშოებს და სუვენირებს.  თუმცა ამ ეტაპზე აქ იქმნება მხოლოდ საახალწლო დეკორაციები. ახალი წლისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა, თავიანთი ჰობი შემოსავლის წყაროდ დაახლოებით ერთი წლის წინ აქცია. ამას, როგორც ოსტატების აღნიშნავენ პანდემიისგან გამოწვეულმა თავისუფლმა დრომაც შეუწყო ხელი. „ხელნაკეთი ნივთების კეთება ორივეს ყოველთვის გვიყვარდა. თორნიკე ხეზე მუშაობს უმეტესად, აკეთებს კედლის დეკორაციებს, მზის სათვალეებს, ბავშვებისთვის სათამაშოებს. მეც ბავშობიდან სულ ვაკეთებდი სხვასდასხვა ხელნაკეთ ნივთებს ან აქსესუარებს. თითოეული ნამუშევრის ყველა დეტალზე ყოველთვის ძალიან დაკვირგებით ვფიქრობთ და ვახამებთ და ძალიან გვიყვარს თითოეული ნამუშევარი.“-ამბობს ნინო. პირველი სანტას შექმნის შემდეგ გამოწვეულმა დადებითმა შეფასებამ ახლობელებში მისცა ბიძგი და მოტივაცია ახალგაზრდა ოსტატებს, რომ საახალწლო დეკორაციები სხვისთვისაც გაეკთებინათ. სახელოსნომ ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საახალწლო გამოფენა-გაყიდვაში წელს პირველლად მიიღო მონაწილეობა და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება ჩვენს ღონისძიებებში. ოსტატები სამომავლოდ გეგმავენ თავიანთი ნამუშვრების გამრავალფეროვნებას და არა მარტო საახალწლო, არამედ სხვადასხვა თემატიკის და სახეობის ნამუშევრების შექმნას.

ჩემი ადგილმდებარეობა რუკაზე