...
ნაქარგინა

595 242 618

nanajalaghonia8@gmail.com

ფიზიკური პირი
სამეგრელო-ზემო სვანეთი

ჩვენი ასოციაციის ახალი წევრი - ბრენდი „ნაქარგინა“. ბრენდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ქარგვის ოსტატი ნანა ჯალაღონია, რომელიც პროფესიით ინტერიერის დიზაინერია.

ქარგვის ხელოვნებით ნანა დაახლოებით სამი წლის წინ დაინტერესდა. შემოქმედებითი ძიებისა და საკუთარი ხედვის ჩამოყალიბების შედეგად, ერთი წლის წინ დააფუძნა ბრენდი „ნაქარგინა“, რომელიც დღეს უკვე გამორჩეულია ინდივიდუალური ხელწერითა და განსაკუთრებული ესთეტიკით.

ნანა ქმნის ხელით მოქარგულ ჩანთებს, საფულეებს, კოსმეტიკის ჩანთებსა და სხვადასხვა აქსესუარს. თითოეული ნამუშევარი უნიკალურია და არ მეორდება, ოსტატი თავად ქმნის თითოეული ნივთის დიზაინს, არჩევს ფერთა გამას, კომპოზიციასა და დეკორატიულ ელემენტებს. ინტერიერის დიზაინერის პროფესიულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე, რაც განსაკუთრებით იგრძნობა ფერების ჰარმონიულ შეხამებასა და დეტალებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებაში.

„ნაქარგინას“ ნამუშევრები ტრადიციული ხელსაქმისა და თანამედროვე დიზაინის საინტერესო სინთეზს წარმოადგენს. თითოეულ ნივთში იგრძნობა ოსტატის ინდივიდუალური ხედვა, შრომა და სიყვარული საკუთარი საქმისადმი, რაც მათ არა მხოლოდ პრაქტიკულ დანიშნულებას, არამედ განსაკუთრებულ ემოციურ და ესთეტიკურ ღირებულებასაც ანიჭებს.

ბრენდ „ნაქარგინას“ ნამუშევრების შეძენა შეგიძლიათ „ეთნოდიზაინის“ მაღაზიებში  როგორც თბილისში, ისე ვარძიაში.