Master

...
ekaterine gugusivili

514 214 411

ekagug19@gmail.com

Individuals
Tbilisi

ქარგვის ოსტატი ეკატერინე გუგუშვილი ცხოვრობს ქალაქ თბილისში. მან ქარგვა შეისწავლა სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე. როგორც ოსტატი აღნიშნავს ის აღფრთოვანებული იყო შუა საუკუნეების ქართული ტრადიციული ორნამენტებით, მათი დახვეწილი ფორმებითა და ფერებით. „ვცდილობდი პრაქტიკული ცოდნა შემევსო თეორიულით. ვიკვლევდი ძველ ტრადიციულ ნამუშვრებს (ხევსურულ ტალავარს), რა განსხვავება იყო ფერთა ტრადიციულ განლაგებაში, ტონალობაში და ა.შ.“-აღნიშნავს ოსტატი. ის ცდილობს შეინარჩუნოს ფერების ტრადიციული განლაგება და ეს გადმოიტანოს თანამედროვე შესამოსელსა თუ სხვადასხვა დანიშნულების ნაქარგობაში. ოსტატი ქმნის ქალისა და მამაკაცის ყაბალახს, საყელოს, ქუდებს, პატარა ჩანთებს, პირბადეებს და ა.შ. ის აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენა-გაყიდვებში. ასოციაციის ხელშეწყობით ოსტატმა შექმნა მაღაზია საერთაშორისო პლატფორმა Etsy-ზე, სადაც შეგიძლია დაათვალიეროთ მისი ნამუშვრები.