ოსტატი
მარინე ხინკილაძე
555 370 507
mari.khinkiladze@gmail.com
სახელოსნო „მარინე“ დაარსდა 2020 წელს, კოვიდ პანდემიის დროს მარინე ხინკილაძის მიერ, რომელმაც მუშაობა აქსესუარებით კერძოდ საყელოთი დაიწყო. ოსტატი მიიჩნევს რომ „საყელო ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გამომსახველ როლს ასრულებს ტანსაცმლის გაფორმებაში“. ოსტატის შთაგონების წყაროს ისტორიული, ეთნიკური ელემენტები წარმოადგენს, რომელთაც იგი შემდეგ თანამედროვე ხედვას უთავსებს და ახალ იდეას ქმნის. საინსპირაციოდ აღნიშნულს ემატება მუსიკა, ბუნება, სხვადახვა ურთიერთობები და რა თქმა უნდა, ზოგადად ხელოვნების ისტორია. მუშაობის უნიკალური პროცესიდან გამომდინარე, როგორც ოსტატი აღნიშნავს, თითოეული ნამუშევარი ემოციურად მიმზიდველია. „ის არა მხოლოდ დასრულებულ იერს აძლევს ჩაცმულობას, არამედ ვიზუალურ გავლენას ახდენს ადამიანის გარეგნობაზე და ამით მას აქვს უნარი კიდევ უფრო გამოხატოს ინდივიდუალური პიროვნება“ - ამბობს მარინე ხინკილაძე. სახელოსნო დაახლოებით ოთხი წელია არსებობს და ოსტატის დაუღალავი შრომით მუდმივად ვითარდება.