...
ნანა აზიზიანი

577 743 950

nana.aziziani@gmail.co

ფიზიკური პირი
თბილისი

ლითონის მხატვრული დამუშავების ოსტატი ნანა აზიზიანი ცხოვრობს თბილისში, მისი სახელოსნო მდებარეობს ძველ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, სადაც ისტორიულად არსებობდა ლითონის მხატვრული დამუშავების სახელოსნოები, სწორედ ამ ქუჩაზე სახელოსნოს არსებოობა ერთგვარი ტრადიციის გაგრძელბაცაა. ოსტატმა ლითონზე მუშაობა შეისწავლა მამისგან და უკვე 26 წელია დაკავებულია ტრადიციული ხელსაქმით. ქ-ნი ნანა ფლობს ჭედურობის, მინანქრის ტექნოლოგიებს და ასევე მუშაობს ახალციხურ ფილიგრანზე. ის ცდილობს ამ დარგის აღდგენას და პოპულარიზაციას. ოსტატი ძირითადად ქმნის სამუზეუმო ექსპონატების ასლებს, ასევე სამკაულს. ქ-ნ ნანას ასევე აქვს სწავლების გამოცდილებაც და ატარებს მასტერკლასებს, როგორც ოსტატი აღნიშნავს ძირითადად დაინტერესება არის ტიხრული მინანქარზე. „იქიდან გამომდინარე, რომ ფილიგრანზე და ჭედურობაზე ნაკლები მოთხოვნაა, მე ყოველთვის გავაგრძალებ კეთებას და მუშაობას ამ ტექნოლოგიებში, რადგან მინდა რომ მომავალ თაობას დარჩეს ეს ცოდნა, ეს არის ჩემი სურვილი. სწორედ ამიტომ ვქმნი სამუზეუმო ექსპონატების ასლებს“- ამბობს ოსტატი.