ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე
სიახლეებზე დაბრუნება
ICOMOS საქართველო (ICOMOS Georgia), საქართველოს ეროვნული ფონდი (National Trust of Georgia), საქართველოს ლურჯი ფარი (Blue Shield Georgia) და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია (Georgian Heritage Crafts Association) გთავაზობთ მრავალფეროვან ღონისძიებათა სერიას! შემოგვიერთდი! ერთად აღვნიშნოთ 18 აპრილი! 12:00 - 12:30 ვირტუალური ღია კარის დღე - მეფე სოლომონ ბრძენის ქ. N33 ICOMOS საქართველოს წევრები მასპინძლობას გაგიწევენ ძეგლზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების გასაცნობად. 13:00 - 13:30 ცისკარაულების საგვარეულო კოშკის რეაბილიტაცია ახიელაში ქართველი, ბრიტანელი და ფრანგი მოხალისეების ჩართულობით (საქართველოს ეროვნული ფონდი, მხარდამჭერი: ALIPH Foundation). სალომე ცისკარაული, გუგა ქლიბაძე. 13:30 - 14:00 თუშეთი, ეკო-ტურიზმის სიცოცხლისუნარიანი კერა საქართველოში (საქართველოს ეროვნული ფონდი, მხარდამჭერი: მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდი / World Monuments Fund) მარინე მიზანდარი, ლალი პერტენავა, შალვა ნაკაიძე. საქართველოს ეროვნული ფონდის პროექტების პრეზენტაცია შედგება ბეთლემის უბნის ბაქანზე, მისამართი: ბეთლემის აღმართი 16ბ. 15:00 - 16:00 ვებინარი: ტრადიციული ცოდნა და კონსერვაცია ICOMOS საქართველოს, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის და საქართველოს ლურჯი ფარის ერთობლივი ვებინარი. ნატო ცინცაბაძე, ანო შანშიაშვილი, მანანა თევზაძე. ვებინარი ჩატარდება Zoom პლატფორმის გამოყენებით. ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს: https://us02web.zoom.us/j/84974468091... 16:00 - 16:15 პრემიერა: „მოდერნისტული არქიტექტურის კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში“ ვიდეო შეეხება პროექტს „მოდერნისტული არქიტექტურის კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება საქართველოში“, ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის ისტორიას და განვითარების პერსპექტივებს. პროექტი განხორციელდა ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ, გეთის ფონდის მხარდაჭერით, Keeping It Modern ინიციატივის ფარგლებში. შემოგვიერთდი! ერთად აღვნიშნოთ 18 აპრილი!