ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო პალატების, კლასტერებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება

დასაწყისი ტექსტი

\r\n

\\r\\n

სიახლეებზე დაბრუნება

Institutional and Capacity Development Center-მა დაასრულა აქტიური სამუშაო პროცესი საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია • Georgian Craft Association-სთან შემდეგი პროექტის ფარგლებში: ”ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო პალატების, კლასტერებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება“. სამუშაო შეხვედრების შედეგად შემუშავდა სტრატეგიული გეგმა, რომელსაც ოფიციალურად მოაწერა ხელი საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - ანა შანშიაშვილმა. ხელმოწერის ცერემონიალს დისტანციურად დაესწრნენ ასოციაციის წევრები, მათ შორის საპატიო წევრები აშშ-დან და გამგეობის წარმომადგენლები. საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია 2015 წელს დაარსდა და მისი მთავარი მიზანია ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება. GHCA მიზნად ისახავს სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას და ამ სფეროში მოღვაწე ოსტატებს, ორგანიზაციებსა და ტრადიციული რეწვის ქომაგებს შორის თანამშრომლობას. საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია • Georgian Craft Association-სთან გამართული სამუშაო შეხვედრების საფუძველზე, შეფასდა ორგანიზაციის შესაძლებლობები და განისაზღვრა ის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტები, რომლებიც შემდგომში ხელს შეუწყობს ასოციაციის განვითარებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის (The USAID Economic Security Program) მხარდაჭერითა და დაფინანსებით.

აღწერა შუა ტექსტი

აღწერა ქვედა ტექსტი

მსგავსი სტატიები
{news_relative_item}