ბოლნისის მუზეუმი – მრავალფეროვნებისა და ინტეგრაციის ცენტრი

საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად ახორციელებს პროექტს „ბოლნისის მუზეუმი – მრავალფეროვნებისა და ინტეგრაციის ცენტრი“.
პროექტი დაფინანსებულია ამერიკის საელჩოს მიერ და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კულტურულ დიალოგს ქვემო ქართლის მოწყვლადი თემის წარმომადგენლებს შორის კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნის გზით ტოლერანტობისა და „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ იდეის ხელშეწყობას.
3 აპრილს ჩატარდა პროექტის პირველი ეტაპი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ქართველი და სომეხი ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტური, სადაც ისინი გაეცნენ ბოლნისის მუზეუმის კოლექციას, ასევე ადგილობრივ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას.
ახალგაზრდები ეწვივნენ ქოსალარში ხალიჩების სახელოსნოს, ბოლნისის მუზეუმს, ოთარ შარაბიძის კერამიკისა და ლევან მეტრეველის ზარების სახელოსნოებს.

19