...
ნინო გელაძე-კოკოჩაშვილი

599 254 503

ninogeladzee@gmail.com

ფიზიკური პირი
თბილისი

ნინო გელაძე-კოკოჩაშვილი მხატვარია, მან 1994 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ხატვა მას ბავშვობიდან უყვარდა და ამდენად, პროფესიის არჩევა რთული მისთვის არ ყოფილა. „ის ერთადერთია რისი კეთებაც მინდოდა მთელი ცხოვრების მანძილზე“ - ამბობს მხატვარი - „მიმაჩნია, რომ მხატვრობა და ზოგადად ხელოვნების სხვადასხვა დარგი, მიეკუთვნება იმ პროფესიათა რიცხვს, რომელიც, მიუხედავად თავისებური სირთულეებისა, განიჭებს უდიდეს სიამოვნებას“. ნინო გელაძე-კოკოჩაშვილის შემოქმედებაში წამყვანია პორტრეტისა და პეიზაჟის ჟანრი, სადაც იგი კონკრეტული გამოსახულებების გარდა, გადმოსცემს საკუთარ შინაგან სამყაროსა და ხასიათს: „ხატვისას, მხატვარი არ ფიქრობს სიბრტყეზე მხოლოდ კონკრეტული გამოსახულების გადმოტანაზე. ეს უფრო იმ გრძნობების და განცდების სინტეზია, რასაც განიცდი ცხოვრების მანძილზე. მხატვრობა კი თვითგამოხატვის ხერხია“. გელაძე-კოკოჩაშვილის პეიზაჟები ძველი თბილისის ხედებით შემოიფარგლება. იგი ყოველთვის ცდილობს გადმოსცეს დედაქალაქის სული, ესთეთიკა, დეტალები, რომლითაც ის ასე განსხვავდება სხვა ქალაქებისგან.