სოციალური მეწარმეობა მოწყვლადი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისთვის
პროექტი „სოციალური მეწარმეობა მოწყვლადი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისათვის“ დაფინანსებული იყო ერასმუს +-ის მიერ და განახორციელება ახალგაზრდობის სააგენტომ (ყოფილი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი) 5 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად საქართველოში, სომხეთში, უკრაინასა და ბელგიაში. საქართველოში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია იყო. პროექტის საბოლოო მიზანი იყო წვლილი შეეტანა ახალგაზრდობის უმუშევრობის დაძლევაში შრომით ინტეგრაციის სოციალური საწარმოების სექტორის მდგრადი განვითარების მხარდაჭერით საქართველოსა და ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სხვა ქვეყნებში. ამისათვის პროექტი უშუალო მიზნად ისახავდა სამიზნე ახალგაზრდული ორგანიზაციების სოციალური საწარმოების უნარების განვითარებას, რათა მათ გაეუმჯობესებინათ საკუთარი სოციალური მიზნების მიღწევა, გამხდარიყვნენ სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ნაწილი, და გაეცვალათ გამოცდილება მსგავს ორგანიზაციებთან საქართველოსა და პროექტის პარტნიორ სხვა ქვეყნებში.
ასოციაცია პასუხისმგებელი იყო პროექტის ფარგლებში შემდეგ აქტივობებზე:
- პარტნიორი ქვეყნების ახალგაზრდული სოციალური საწარმოებისთვის პროდუქტებისა და ბიზნეს უნარების განვითარების ტრენინგების უზრუნველყოფა. ტრენინგები ჩატარდა თბილისსა და ახალციხეში (7 დღე).
- ორდღიანი კონფერენციის „სოციალური მეწარმეობა და ახალგაზრდული პოლიტიკა“ თბილისში.
კონფერენციამ თავი მოუყარა პროექტის პარტნიორ და სხვა ქვეყნების პროფესიონალებს სოციალური მეწარმეობის და ახალგაზრდული პოლიტიკის დარგში. გარდა ამისა, კონფერენციამ მოიცვა შესაბამისი თეორიულ და პრაქტიკაზე დაფუძნებული შეხედულებების განხილვა.ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს შრომითი ინტეგრაციის სოციალურ საწარმოების (ფოკუსით შრომის გზით მოწყვლადი ახალგაზრდების სოციალურ ინტეგრაციაზე), წარმატებული მაგალითები, მხარდამჭერი საჯარო პოლიტიკა და სხვა შესაბამისი თემები.
https://crafts.ge/assist/images/uL84EywRMKG7z7eZ8pNitGIsRhxXuG.pdf
ასევე განხორციელდა სასწავლო ვიზიტები ბრიუსელში, სომხეთში, უკრაინაში