ოსტატი
ფაფუკას სათამაშოები
593 376 704
ninakopaleishvili@gmail.com
ბრენდი „ფაფუკას სათამაშოები“ 2021 წელს დაფუძნდა, თუმცა მისი ისტორია 1993 წლიდან იწყება, როდესაც ქალბატონი მარინა მურადოვას ცხოვრების მთავარი ამოცანა და შთაგონების წყარო ქალიშვილისთვის, პატარა გოგონა ფაფუკასთვის ფერადი და თბილი სამყაროს შექმნა გახდა. „ფაფუკა ახლა დიდი გოგო და პატარა ლილიანას დედაა, რომლის გაჩენამაც ფაფუკას სათამაშოების ბრენდად ჩამოყალიბება გადაგვაწყვეტინა“- ამბობს ოსტატი. „ფაფუკას სათამაშოების“ აკურატულად და დეტალურად ხელით მოქსოვილ თითოეულ ნამუშევარში იგრძნობა მასში ჩადებული შრომა და სიყვარული: „მე და ჩემს გოგოებს გვჯერა ზღაპრების, კეთილი სიზმრების და ბედნიერი ამბების, ამიტომ თითოეულ სათამაშოსა და აქსესუარში უდიდეს სიყვარულსა და დადებით ენერგეტიკას ვდებთ“ - წერენ ფაფუკას სათამაშოების დამფუძნებლები. „ფაფუკას სათამაშოებს“ ორი მიმართულება გააჩნია, ხელით ნაქსოვი, „არტიზანული“ სათამაშოები, სადაც თითოეული ნამუშევარი განსხვავებულია და ინდივიდუალურობით ხასიათდება; და ხის მობილები, რომლებიც საუკეთესოა ჩვილების აზროვნების განსავითარებლად. ახალგაზრდა ბრენდი მუდმივად ვითარდება და განაგრძობს წარმატების ახალი გზების ძიებას. არტიზანული სათამაშოებისა და ხის განსავითარებელი მობილების გარდა, გეგმად აქვთ დასახული სამკერვალო ხაზის დამატებაც.