საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია

მისია

 

ტრადიციული რეწვის ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქართული ხალხური რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებაზე.
საქართველო უძველესი დროიდან გამოირჩეოდა ტრადიციული რეწვის დარგების მრავალფეროვნებით, თუმცა დღეისთვის მრავალი დარგი დაკარგვის პირასაა, ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ტრადიციების სიცოცხლისუნარიანობას და ამ სფეროში მოღვაწე ოსტატებს, ორგანიზაციებსა და ტრადიციული რეწვის ქომაგებს შორის თანამშრომლობას.

 

ასოციაციის მიზნები

 

კოორდინაცია: ტრადიციული რეწვის სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება.

პოპულარიზაცია: ტრადიციული რეწვის სექტორის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში ოსტატების სტატუსის ამაღლება.

ადვოკატირება: სახელმწიფო სტრუქტურებთან ტრადიციული რეწვის ოსტატთა ინტერესების დაცვა და სამოქმედო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

მარკეტინგი: სექტორის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების კონკურენტუნარიანობის ამაღლება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

განათლება: განათლების სისტემაში ტრადიციული რეწვის დარგების ინტეგრირება, ახალგაზრდობის ჩართულობის უზრუნველყოფა, დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლების ცენტრების შექმნა.

კვლევა: ტრადიციული რეწვის სფეროში კვლევების წარმოება.

მხარდაჭერა: ფონდების მოძიება და ტრადიციული რეწვის სექტორის ტექნიკური მხარდაჭერა.

 

10