რეწვის პროდუქციის განვითარება და მარკეტინგი - ახალგაზრდა ოსტატების ეკონომიკური გაძლიერებისთვის

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში განხორციელებული პროექტი „რეწვის პროდუქციის განვითარება და მარკეტინგი - ახალგაზრდა ოსტატების ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ითვალისწინებდა დედაქალაქში და საქართველოს რეგიონებში, მათ შორის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების - ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის განვითარების ტრენინგებს, ახალი ხაზების და კოლექციების შექმნას და მათი მარკეტინგისთვის ახალი სარეალიზაციო ობიექტის დაარსებას.

პროექტი მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს ტრადიციული რეწვის სექტორში ახალგაზრდა თაობის ჩართვასა და მათ დასაქამებას. პროექტის ამოცანაა ხელი შეუწყოს დედაქალაქში ასოციაციის ახალგაზრდა წევრების და რეგიონებში, კერძოდ რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, შიდა ქართლისა, კახეთის ტერიტორიაზე არსებული ტრადიციული რეწვის სახელოსნების ბაზაზე შექმნილი საგანმანათლებლო ცენტრების მიერ გადამზადებული ახალგაზრდების პროდუქციის განვითარებასა და მარკეტინგს. ამ მიზნების მისაღწევად პროექტი ითვალისწინებდა ახალგაზრდებისთვის პროდუქციის განვითარების ტრენინგების ჩატარებას, ერთობლივად ახალი ხაზების პირველადი დიზაინების შექმნას და სარეალიზაციო ობიექტის „ეთნოდიზაინის“ მოწყობას (რემონტი, აღჭურვა) და ამოქმედებას.   

29