ვაკანსია საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას პროექტის „თბილისში თემის ჩართულობით ტრადიციულ ეკონომიკურ საქმიანობებთან დაკავშირებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია“ ადგილობრივი ფასილიტატორების შესარჩევად. სამუშაო მოიცავს შემდეგ მოვალეობებსა და საქმიანობებს: 1. თბილისის ადგილობრივ მოსახლოებასთან შეხვედრების გამართვა (ონლაინ და ფიზიკურ შეხვედრებს). 2. თემის ჩართულობით ინვენტარიზაციის მეთოლოგიის შესახებ ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებასა და მათი უნარების ამაღლებას. 3. ძველი თბილისის ტრადიციულ ეკონომიკურ საქმიანობებთან დაკავშირებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების იდენტიფიცირებას. 4. ძველი თბილისის ტრადიციულ ეკონომიკურ საქმიანობებთან დაკავშირებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტების შესახებ სააღრიცხვო ბარათების შევსებასა და აუდიო-ვიზუალური და ნარატიულ დოკუმენტაციის შედგენას. 5. ურბანულ გარემოში აკმ-ს პრაქტიცირებასთან დაკავშირებული თავისებურებებისა და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას. გრაფიკი: სამუშაო მოიცავს სრულ განაკვეთს თებერვალი - მარტის 2021 პერიოდში (შესაძლებელია პროექტი გაგრძელდეს აპრილის ჩათვლით). ანაზღაურება შეთანხმებით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. უმაღლესი განათლება სახელოვნებო, ეთნოლოგიასა ან მომიჯნავე დისციპლინებში 2. საოფისე პროგრამების ცოდნა; პრიორიტეტი მიენიჭებათ არამატერილური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სეტრიფიკატების მფლობელებს. წარმოსადგენი საბუთების სია: 1. სამოტივაციო წერილი 2. აპლიკანტის CV (ქართულ და ინგლისურ ენაზე) 3. პირადობის მოწმობის ასლი 4. სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) . განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 იანვარი. დაინტერესებულმა პირებმა საბუთები გამოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: anoshanshiashvili@yahoo.com; (საკონტაქტო პირი ანა შანშიაშვილი +995 593663821) პროექტის შესახებ: პროექტი „თბილისში თემის ჩართულობით ტრადიციულ ეკონომიკურ საქმიანობებთან დაკავშირებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია“ ხორციელდება საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია მიერ UNESCO-ს პროგრამის „არამატერიალური მემკვიდრეობა, შემოქმდებითობა და ქალაქების მდგრადი განვითარება“ ფარგლებში. პროექტის დონორია შ.პ.ს. ოინგ შინ ჰუა იუნი. პროექტის მიზანია: 1. UNESCO-ს მიერ შემუშავებული ინვენტარიზაციის მეთოდოლოგიის ურნაბულ გარემოში ტესტირება, რაც გულისხმობს ინვენტარიზაციის პროცესში ქალაქის მოსახლოების აქტიურ ჩართულობას. 2. თემის ჩართულობით ინვენტარიზაციის მეთოლოგიის შესახებ ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირება და მათი უნარების ამაღლება. 3. ურბანულ გარემოში აკმ-ს პრაქტიცირებასთან დაკავშირებული თავისებურებების და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. 4. რეკომენდაციების შემუშავება ურბანულ გარემოში აკმ-ს, კერძოდ ტრადიციულ ეკონომიკურ საქმიანობებთან დაკავშირებულ ელემენტების შენარჩუნებისთვის და სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირებისთვის. 5. ფართო საზოგადოებისა ინფორმირება ურბანულ გარემოში აკმ-ს პრაქტიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თემის ჩართულობის როლზე და ზოგადად აკმ-ს წვლილზე. ქალაქების მდგრად განვითარებაში. პროექტი მოიცავს სხვადასახვა შეხვედრების ორგანიზებას, ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისთვის საერთაშორისო ექპერტების ტრენინგებს, ადგილობრივი ფასილიტატორების აქტიური მონაწილოებით თბილისის ტრადიციული ეკონომიკურ საქმიანობებთან დაკავშირებული აკმ-ს ინვენტარიზაციას, აუდიო-ვიზუალური და ნარატიულ დოკუმენტაციისა და საპოპულარიზაციო ვიდეოების შექმნას.

მსგავსი სტატიები

UNESCO პროექტის პრეზენტაცია

19 ივნისს ზემო ბეთლემის ტერასაზე გაიმართა UNESCO-ს პროექ...

ვრცლად ნახვა

ვორქშოპი

18 ივნისს ჩატარდა UNESCO ს პროექტის " „თბილისში თე...

ვრცლად ნახვა

სამუშაო შეხვედრა

დღეს შედგა კონკურსის საფუძველზე შერჩეული ადგილობრივი ფას...

ვრცლად ნახვა